ფეხბურთი

15:36 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას პრეზიდენტი ვიდეოარბიტრის სისტემით უკმაყოფილოა

უეფას პრეზიდენტი, ალეკსანდერ ჩეფერინი, გამოტყდა, რომ ვიდეოარბიტრის (VAR) სისტემა არ მოსწონს.

„ეს რაღაც გაუგებრობაა. ვფიქრობ, რომ თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა იყოს ერთ-ორ სანტიმეტრზე დამოკიდებული. ფეხბურთის ასოციაცათა საერთაშორიო საბჭოს დაასევე მსაჯებს ჩვენ მივმართავთ ცვლილებები შეიტანონ არსებულ დებულებაში.

ახლა ფეხბურთში სხვა წნეხი და გამოწვევებია. თუკი სტადიონზე შეკრებილი 70 ან 80 ათასი ადამიანი გარკვეულ ეპიზოდში მსაჯს უყვირის, მართებული გადაწყვეტილება მიიღოს, სწორედ არბიტრმა უნდა გადაწყვიტოს პრობლემა. და არა ვიღაცამ ლონდონში, ბერლინში ან კიდევ სხვაგან.

არ მომწონს ვიდეოარბიტრის სისტემა. და არსებული ვითარება არ მაწყობს. სამწუხაროდ, უკან დასახევი გზა არ არსებიბს.“ - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Mirror.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106205