ფეხბურთი

0:45 | 4.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფას წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი სფფ-ში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორ დღიანი სამუშაო ვიზიტით უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების კომიტეტის წევრი, იგორ იანკოვიჩი და უეფას მასობრივი ფეხბურთის განვითარების მენეჯერი, ლიამ მაცგროუთი ეწვივნენ. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები შეხვედრებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკა ჯღარკავასთან და სფფ-ის გრასრუტის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გამართავენ.



სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრები 3 დეკემბერს გაიმართა.

სამუშაო ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიზნით 2020 წელს გასამართი აქტივობების დაგეგმვა და მიმოხილვაა. აღნიშნული აქტივობები მოიცავს როგორც ბავშვთა და გოგონათა ფეხბურთს, ასევე სამოყვარულო კლუბებს და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107748