ფეხბურთი

1:31 | 3.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი რონალდუზე და "ოქროს ბურთზე: "კი, მაგრამ კონკურენტი იყო?"

France Football-მა „ოქროს ბურთის“ 2019 წლის დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა. სანამ ღონისძიება დაიწყებოდა, „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო დიალოგი შედგა.

ჰოლანდიელს კრიშტიანუ რონალდუზე ჰკითხეს, როგორც კონკურენტზე, კითხვა-პასუხი ასეთი იყო:

- დაჯილდოებას პორტუგალიელი არ დაესწრება და ერთი კონკურენტით ნაკლები გეყოლებათ...

- დიახ, მაგრამ ნამდვილად კონკურენტი იყო?

შეგახსენებთ, „ოქროს ბურთი“ ლიონელ მესიმ მოიგო, ვან დეიკი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო რონალდუ მესამე ადგილს დაჯერდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114862