ფეხბურთი

13:00 | 2.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანო ანანიძემ თანაგუნდელთან მოედანზე იჩხუბა (+VIDEO)

ჯანო ანანიძემ თანაგუნდელთან იჩხუბა. ინციდენტი სანქტ-პეტერბურგში, „ზენიტთან“ მატჩში მოხდა. ჯანო მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს მოედნის ცენტრში ლორენსო მელგარეხოსთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა. იყო ფიზიკური შეხებაც.

უცნობია რამ გამოიწვია კონფლიქტი და მატჩის შემდეგ კომენტარი „სპარტაკის“ მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ გააკეთა:

„თამაშის დროს ეს მომენტი არ მინახავს. გადავხედავ რა მოხდა და ამის საფუძველზე მივიღებთ ზომებს“, - აღნიშნა გერმანელმა.

უშუალოდ მატჩი „ზენიტმა“ მინიმალურად, 1:0 მოიგო. ანანიძეს კი მიმდინარე სეზონში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119897