ფეხბურთი

20:31 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 5:2! ამსტერდამელი გიჟები (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-15 ტურში ამსტერდამის „აიაქსი“ გიორგი აბურჯანიას „ტვენტეს“ ესტუმრა და ადვილად 5:2 მოიგო.

თუმცა, ერიკ ტენ ჰაგის გუნდისთვის ადვილი დასაწყისი არ ყოფილა, რადგან ენსხედელები მე-19 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით (2:0) იგებდნენ. მიუხედავად ამისა, „აიაქსმა“ ამის შემდეგ მეტოქისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა და 5:2 აჯობა.

20 წლის ჰოლანდიელმა ნოა ლანგმა ჰეთ-თრიქი, ხოლო დუბლი კლაას-იან ჰუნტელაარმა დუბლი გაიფორმა. აქვე ვთქვათ, რომ „აიაქსი“ 41 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ერედივიზიონს. გიორგი აბურჯანიას კი სამწუხაროდ არ უთამაშია, 90 წუთი თადარიგში დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118843