ფეხბურთი

1:23 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-17 ტურში ვაკო გვილიამ გოლი გაიტანა. ვარშავის „ლეგიამ“ „კორონას“ უმასპინძლა და ადვილად, 4:0 იმარჯვა.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, 68-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და ორ წუთში ანგარიში 3:0 გახადა. ვაკომ ლუკუინასისგან დროული პასი მიიღო, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

აღსანიშნავია, რომ ვაკომ „კორონას“ პირველ წრეშიც გაუტანა, ხოლო მთლინობაში ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში თავი მესამედ გამოიჩინა. ვთქვათ ისიც, რომ „კორონას“ განაცხადში არ ყოფილა ვატო არველაძე.

„ლეგიას“ 17 ტურის თავზე 31 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ლიდერ „სლასკს“ კი ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119569