ფეხბურთი

10:10 | 1.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

"კალიარის" ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ნაინგოლანმა ნოემბერში სამი მატჩი "ატალანტა", "ფიორენტინას" და "ლეჩეს" წინააღმდეგ ჩაატარა. ბელგიელმა ნახევარმცველმა ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში რაჯამ ჯამში 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თავი კი სამი გოლით და ოთხი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.122324