ფეხბურთი

16:45 | 4.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ლოს ანჯელეს გალაქსი" პირლოთი დაინტერესებას ადასტურებს

“ლოს ანჯელეს გალაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ბრიუს არენამ ESPN-თან საუბრისას ტურინის \"იუვენტუსის\" ვარსკვლავ ანდრეა პირლოსადმი ინტერესი დაადასტურა: “პირლო ჩვენთვის იდეალური იქნებოდა. მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებით დაინტერესებულები ვართ.”

35 წლის პირლოს ტურინელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აქვს და ჯერჯერობით კლუბის გამოცვლა არ სურს.

“რატომ უნდა წავიდე სხვაგან? იტალიის ჩემპიონატი ძლიერია და აქ ცხოვრება კარგია. \"იუვენტუსში\" კიდევ ორი წელი ვითამაშებ და შემდეგ, შეიძლება MLS-შიც წავიდე,” - განაცხადა პირლომ.

ფეხბურთელი ტურინულ გრანდში 2011 წლიდან ასპარეზობს. “იუვენტუსის” მაისურით ჩატარებულ 131 მატჩში პირლომ გაიტანა 14 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060081