ფეხბურთი

22:30 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ბრუნუ ფერნანდეში გამოარჩიეს (+VIDEO)

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი ბრუნუ ფერნანდეში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

პსვ-სთან მოგებულ (4:0) მეხუთე ტურის მატჩში ფერნანდეშმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. პასების სიზუსტის მაჩვენებელი ბრუნუს 81% ჰქონდა. მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129801