ფეხბურთი

22:25 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზახური ბედნიერება - "ასტანამ" "მანჩესტერი" დაამარცხა (+VIDEO)

ახლო წარსულში (შორეულზე საუბარიც ხომ ზედმეტია) ვინ წარმოიდგენდა, რომ ყაზახეთის საფეხბურთი კლუბი „ასტანა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაამარცხებდა. ან უფრო პირიქით, ვინ იფიქრებდა, რომ ინგლისური გრანდი ყაზახეთში ოფიციალურ მატჩს წააგებდა.

თუმცა, ეს დღე ნამდვილად დადგა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდი „ასტანასთან“ 1:2 დამარცხდა. ამ ტურამდე ყაზახები უქულოდ მოვიდნენ და ეს გამარჯვება ორმაგად ფასეულია. „მანჩესტერს“ კი სატურნირო ცხრილში პრობლემები არ აქვს, ლიდერია, პლეი-ოფშიც ითამაშებს, მაგრამ ასეთი წაგება მაინც გამოსარჩევია. „წითელ ეშმაკებს“ საბაბად ალბათ არც ის გამოადგებათ, რომ პრაქტიკულად სარეზერვო შემადგენლობით ითამაშეს.

თამაშს რაც შეეხება, ინგლისელები ჯესი ლინგარდის სწრაფი გოლით საკმაო ხანს იგებდნენ, მაგრამ ჯერ შომკომ გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ბერნარდემა ავტოგოლი მიითვალა და „ასტანას“ ისტორიული გამარჯვება შედგა.

ბოლოსკენ გეტყვით, რომ „იუნაიტედი“ 10 ქულით ქვეჯგუფის ლიდერია, ხოლო „ასტანას“ 3 ქულა აქვს და ბოლო პოზიციას ამაგრებს.

„ასტანა“ – „მანჩესტერი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ლინგარდი (10), 1:1 შომკო (55), 2:1 ბერნარდი (62, ა.გ)

0.110733