ფეხბურთი

22:20 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის მატჩს ქართველები იმსაჯებენ

ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩს ნორვეგიულ „როსენბორგსა“ და ავსტრიულ „ლასკს“ შორის ქართველ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება, გვერდითი მსაჯის ფუნქციებს გიორგი ელიკაშვილი და ზაზა მენთეშაშვილი შეასრულებენ, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ვადაჭკორია გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ წინა ტურში, სამი კვირის წინ „ლუგანო“ – „მალმეს“ მატჩიც ქართველებმა იმსაჯეს. მთავარი და მეოთხე არბიტრები მაშინაც ყრუაშვილი და ვადაჭკორია იყვნენ, მაგრამ გვერდითი მსაჯები ზაზა ფიფია და ლევან ვარამიშვილი გახლდნენ.

სხვათა შორის, 2007 წლის შემდეგ (ლევან ფანიაშვილი „ალკმაარი“ – „ლარისას“ მატჩზე) ქართველებმა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველად წელს იმსაჯეს და უეფამ უკვე მეორე თამაშის განსჯაც ჩვენს თანამემამულეებს მიანდო. "როსენბორგისა" და "ლასკის" დაპირისპირება ხუთშაბათს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117322