ფეხბურთი

21:47 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება

26 ნოემბერს 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:

1. კლუბების ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისათვის უეფას სოლიდარობის თანხების განაწილება;

2. უეფას საკლუბო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების 2019 წლის რედაქციის დამტკიცება;

3. სფფ-ის კლუბების ლიცენზირების გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების შემადგენლობების დამტკიცება – 2020/21 წ.წ. და 2021/22 წ.წ. სალიცენზიო სეზონებისათვის;

4. სხვადასხვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094677