თამაშგარე

11:55 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კაკა მესამედ დაქორწინდა

ვეტერანი ბრაზილიელი მობურთალი რიკარდო კაკა მორწმუნე კათოლიკეა და ჯვარდაუწერლად თანაცხოვრებას არ ცნობს. ყოფილი ორი ცოლი მან სწორედ ჯვრისწერის შემდეგ მოიყვანა და რა გასაკვირია, რომ მესამე ცოლის მოყვანაზეც კაი კოხტა ქორწილი გადაიხადა და ჯვრისწერის რიტუალიც ჩატარდა.

რიკარდოს ახალი ცოლი ბრაზილიელი მოდელი კაროლინა დიასია, რომელიც კაკას მსგავსად ორჯერ იყო დაქორწინებული. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მშვენიერმა კაროლინამ ვეტერან მობურთალთან თანაცხოვრება სულ ერთი წლის მანძილზე გამოსცადა.

როგორც ბრაზილიის ბულვარული პრესა გვაუწყებს, კაროლინა დიასს მაინცდამაინც არ სურდა გრანდიოზული ქორწილის გადახდა და ზოგადად მას არ ჰყვარებია პომპეზურობა. თუმცა, კაკამ მაინც თავისი გაიტანა და ისეთი ქორწილი გადაიხადა, სადაც კანარის ჩიტის რძეც კი თასებით მიჰქონდათ.

თეგებიკაკა
0.142432