კალათბურთი

11:15 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტეხასურ დერბში „დალასმა“ იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.

ტეხასურ დერბიში „ჰიუსტონი“ შინ „დალას მავერიკსთან“ 123:137 დამარცხდა. პირველ პერიოდში „დალასმა“ 45 ქულა ჩააგდო საპასუხოდ 29 მიიღო. მთელი მატჩი „ჰიუსტონი“ მდევრის როლში იყო. მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც გუნდს 41 ქულა, 10 პასი, 6 მოხსნა და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. „ჰიუსტონში“ ჰარდენი 29 ქულით 11 პასით და 8 მოხსნით გამოირჩა. ჰიუსტონელთა ცენტრმა კლინტ კაპელმა 19 ქულა და 22 მოხსნა მიითვალა. კაპელამ 1976 წელს დენის როდმანის საოცარი შედეგი გაიმეორა, ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ 19 მოხსნის გაკეთება.

„კლიპერსმა“ შინ „ნიუ ორლეანი“ 134:109 გაანადგურა. ჰარელმა 34 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ნიუ ორლეანელები მთელ იშეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში გახლდნენ. კავაი ლეონრდს 26 ქულა ჰქონდა. „კლიპერსი“ 12 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

„ჰიუსტონი“ – „დალასი“ 123:137 (29:45, 31:33, 35:27, 28:32)

https://www.youtube.com/watch?v=tyPlb9UL9tA

„ნიუ იორკი“ – „ბრუკლინი“ 101:103 (22:29, 24:23, 26:30, 29:21)

https://www.youtube.com/watch?v=iLLscTmP7xo

„ვაშინგტონი“ – „საკრამენტო“ 106:113 (27:24, 30:33, 28:33, 21:23)

https://www.youtube.com/watch?v=eXPoUqWEaG0

„დენვერი“ – „ფინიქსი“ 116:104 (28:28, 24:29, 27:20, 37:27)

https://www.youtube.com/watch?v=dCVx0Y7vHN0

„კლიპერსი“ – „ნიუ ორლეანი“ 134:109 (40:27, 32:29, 28:31, 34:22)

https://www.youtube.com/watch?v=vMsr2QgPYhw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113266