საქართველოს გოგონათა ჩემპიონატს ლიდერობს სამტრედიის გუნდი, მეორე ადგილზეა ყვარელი, მესამეზე - ტყიბული. პირველი წრე ხვალ დასრულდება გლდანის ხელბურთის აკადემიაში.
სამტრედიამ დღეს მეთორმეტე მატჩიც მოიგო, ქარიშხალასთან, 25-15 და 24 ქულა აქვს. ყვარელმაა 19-14 დაამარცხა ფოთი და 22 ქულით მეორე ადგილზეა. ორივე გუნდმა პირველი წრე უკვე დაასრულა.
დღის საუკეთესო მატჩი კი იყო მამული - ტყიბული. ტყიბულმა 10-5 მოიგო პირვველი ტაიმი, მაგრამ შარშანდელი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა, მამულმა ბოლო 5 წუთის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა - 17-15. პასუხად, ტყიბულელმა გოგონებმა კიდევ უფრო გაზარდეს თამაშის ტემპი და 6 უპასუხო ბურთი გაიტანეს - 21-17.
ტყიბული ამჟამად სუფთა მესამე ადგილზეა, თუმცა, ხვალ მძიმე მატჩი აქვს პეგასთან. ხვალ პირველი წრის ბოლო 4 მატჩია. თამაშები 11 საათიდან დაიწყება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
გოგონები, უფროსი ასაკი (2004-05). გლდანი, 21-25 ნოემბერი
24 ნოემბერი
ბათუმი - თელავი 25-17
ტყიბული - გორი 15-13
ქუთაისი - მამული 2-13
ყვარელი - ფოთი 19-14
ქარიშხალა - სამტრედია 15-25
თელავი - წყალტუბო 20-24
პეგასი - ქუთაისი 9-0
გორი - ბათუმი 16-20
მამული - ტყიბული 17-21
ქუთაისი - ყვარელი 2-12
წყალტუბო - გორი 28-32
მსაჯები: თ. ბჟალავა, ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ქ. ცინცაძე
-------------------თ----მ---ფ---წ-------ბ---------ქ
სამტრედია---12--12---0---0---301-138---24
ყვარელი------12--11---0---1---294-168---22
ტყიბული-----11---9---0---2---216-152---18
პეგასი---------11---8---0---3---233-173---16
მამული-------11---8---0---3---233-188---16
ფოთი---------11---6---0---5---176-140---12
ბათუმი-------11---6---0---5---179-180---12
ქარიშხალა---11---5---0---6---206-204---10
გორი----------12---4---0---8---193-245----8
წყალტუბო---12---3---0---9---160-235----6
თელავი-------11---1---0--10---172-267----2
აჭარა----------11---1---0--10----96-221----2
ქუთაისი------12---0---0--12—-14-162----0
25 ნოემბერი
11:00 ფოთი - ქარიშხალა
12:00 აჭარა - თელავი
13:00 ბათუმი - მამული
14:00 ტყიბული - პეგასი
მეორე წრე: 2020 წელს







