ფეხბურთი

16:11 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი "ნაპოლისთან" თამაშს შეძლებს

ეგვიპტის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" შემტევი მოჰამედ სალაჰი ოთხშაბათს, "ნაპოლისთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მატჩში თამაშს შეძლებს. როგორც იურგენ კლოპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, აფრიკელი მოთამაშემ მუხლის ტრავმა მოიშუშა და მომავალ მატჩში გუნდს დაეხმარება.

"სალაჰი კარგადაა. მოჰამედი ცხრა დღე ვერ ვარჯიშობდა, ეგვიპტის ნაკრებთან ერთად იყო, დაბრუნდა და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. გუშინ სრულად დაიტვირთა, თუმცა მაინც არ გვარისკეთ და "კრისტლ პალასთან" არ ვათამაშეთ. სალაჰს დასვენების საშუალება მივეცით და ოთხშაბათს დაგვიბრუნდება." - ციტირებს კლოპის სიტყვებს "წითლების" ოფიციალური ვებგვერდი.

მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111268