ფეხბურთი

3:44 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა ლიბერტადორესის თასზე და "ფლამენგოს" ნანატრი ჩემპიონობა! (+VIDEO)

ლიბერტადორესის თასის 2019 წლის გათამაშება დასრულდა და ფინალიც ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ასეთი რანგის მატჩს ეკადრება.

პერუს დედაქალაქ ლიმაში, მოქმედი ჩემპიონი „რივერ პლეიტი“ ლიბერტადორესის თასს დანატრებულ „ფლამენგოს“ დაუპირისპირდა და უშეღავათო ბრძოლაც გაჩაღდა. არგენტინელებმა თამაში კარგად დაიწყეს და მე-14 წუთზე რაფაელ ბორეს გოლით ანგარიშიც გაიხსნა.

„რივერი“ დიდხანს ინარჩუნებდა ამ უპირატესობას და თითქოს საქმე ბოლომდეც უნდა მიეყვანა, მაგრამ მატჩის მიწურულს დაცვაში ორი ჩავარდნა ტიტულის დაკარგვად დაუჯდა. 89-ე წუთზე დე არასკაეტას პასით გაბრიელ ბარბოსას, იგივე გაბიგოლმა გაათანაბრა. ეს, ის გაბიგოლია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ „ინტერში“ ირჯებოდა, მაგრამ იტალიელებმა მასში ნიჭი ვერ დაინახეს და სამშობლოში დააბრუნეს. მანვე, მსაჯის მეორე კომპენსირებულ წუთზე კიდევ ერთხელ აჯობა არგენტინელთა დაცვის ხაზს, დუბლი შეასრულა და ჟორჟე ჟესუსის გუნდს სანუკვარი გამარჯვება მოუტანა.

„ფლამენგომ“ ისტორიაში მეორედ და 1981 წლის შემდეგ პირველად მოიპოპა სამხრეთ ამერიკის უძლიერესი გუნდის წოდება. მაშინ „ფლას“ გმირი ლეგენდარული ზიკო იყო, დღეს გუნდის ცალსახა ლიდერი - გაბრიელ ბარბოსა...

„ფლამენგო“ – „რივერ პლეიტი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბორე (14), 1:1 გაბრიელ ბარბოსა (89), 2:1 გაბრიელ ბარბოსა (90)

0.148222