ფეხბურთი

16:47 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკედონიის მწვრთნელი: "მნიშვნელობა არ აქვს სად გაიმართება ფინალი"

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ერთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქის გარკვევის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად გაიმართება ფინალი, რადგან მოტივაცია ისედაც დიდია.

თანაც, ანგელოვსკი ფიქრობს, რომ ახლა მთავარი ნახევარფინალში კოსოვოსთან მატჩზე ფიქრია და ფინალზე საუბარი ჯერ ადრეა.

„სამწუხაროდ წილისყრაში არ გაგვიმართლა, რადგან ფინალი საქართველოში ან ბელარუსში გაიმართება. თუმცა, იქ მისასვლელად საჭიროა პირველ მატჩზე ფიქრი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოსოვოსთან თამაშია, რომელსაც მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ. რაც შეეხება ფინალს, ვფიქრობ, ნაკლებად მნიშვნელოვანია სადაა თამაში, რადგან მოტივაცია ძალიან დიდია“, - თქვა ანგელოვისკიმ.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალები 26, ხოლო ფინალი 31 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06492