ძიუდო

10:59 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილმა ტატამი კოჭლობით დატოვა (+VIDEO)

დღეს, ოსაკაში მიმდინარე გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენებური მეორე წრეში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ არატა ტაკუცავას შეხვდა, თუმცა ორთაბრძოლის დროს ტატამზე უხერხულად დაეცა და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

შავდათუაშვილმა ძლიერი ტკივილის გამო ექიმებს უხმო და დანებების ნიშნად ხელები გადააჯვარედინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეტოქეს იპონით გამარჯვება ჩაეთვალა.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ ტურნირში კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) ჩაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119754