ფეხბურთი

14:21 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ "რეალთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

"რეალის" 31 წლის ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ბენზემა ახალი კონტრაქტის მიხედვით "სამეფო კლუბში" 2023 წლამდე დარჩება, აქამდე მოქმედი ხელშეკრულება ფრანგს 2021 წლამდე ჰქონდა.

ბენზემა 2009 წელს "ლიონიდან" "რეალში" გადავიდა და ათი წელია მადიდული კლუბის ღირსებას იცავს. ამ დროში ქარიმმა ყველა ტურნირზე ერთად 480 შეხვედრა ჩაატარა და 233 გოლი გაიტანა.

0.148085