ჩოგბურთი

13:18 | 20.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხი კარიერას ასრულებს

34 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ტომაშ ბერდიხი კარიერა ასრულებს, აღნიშნული ინფორმაცია თავად ჩოგბურთელმა გაავრცელა.

რამდენიმე წელია ტომაშს ქრონიკული ტრავმა აწუხებს, რის გამოც სრულფასოვნად ვერ ასპარეზობს.

ტომაშმა კარიერაში ATP-ის 13 ტიტული მოიგო, 2010 წელს უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ჩეხეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ (2012, 2013) დევისის თასი მოიგო.

ჩოგბურთის თამაშით ბერდიხმა 30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111086