კალათბურთი

23:38 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგაზე შეუჩერებელია

ჩემპიონთა ლიგაზე უდანაკარგო ასპარეზობას აგრძელებს „იბეროსტარ ტენერიფე“, რომელმაც მეექვსე ტურში „რიგას“ მისსავე მოედანზე 68:64 აჯობა. ლატვიელები დომინირებდნენ და ბოლო ათწუთეულის წინ 13 ქულის უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ დასკვნით მეოთხედში „ტენერიფემ“ დიდებულად ითამაშა და შეხვედრა მოიგო.

ესპანელთა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა 20:29 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა. შერმადინმა 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„იბეროსტარ ტენერიფეს“ C ჯგუფში ექვსივე გამარჯვება აქვს მოპოვებული და ლიდერის პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს კი 3 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე გერმანულ „ბამბერგთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128198