ფეხბურთი

13:20 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე: „მესი? პელეს ვერავინ შეედრება“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, უარი თქვა „ბარსელონას“ თავარვარსკვლავის, ლიონელ მესისა და ლეგენდარული პელეს შედარებაზე.

„პელეს ვერავინ შეედრება. იცით რას ვაკეთებ, როცა პელეს რომელიმე ფეხბურთელთან შედარებას მთხოვენ? მესმის, მაგრამ არ ვუსმენ. ვხვდები, რომ ამ ადამიანმა ფეხბურთის ისტორია არ იცის.

ერთხელ ვთქვი, მესი არაჩვეულებრივია მეთქი. მაგრამ, მე ვგულისხმობდი, რომ ის არაჩვეულებრივია დღევანდელ დღეს. პელეს კი საუკეთესოდ იმიტომ არ მივიჩნევ, რომ ისიც ბრაზილიელია. არ მესმის იმ ხალხის, ვინც პელესთან ვინმეს შედარებას ცდილობს.“ - ციტირებს ტიტეს სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12032