სხვა

11:21 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-მა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა გამოაცხადა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკოორდინაციო კომისიის შემადგენლობა გამოაცხადა.

IOC-ის საკოორდინაციო კომისიას სათავეში ჩაუდგა სპორტულ სიარულში 1993 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 52 წლის ფინელი სარი ესაია, რომელიც 2016 წელს აირჩიეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად.

კომისიაში ასევე შევიდა კანადელი ტრიშა სმიტი, პუერტორიკოელი რიჩარდ კარიონი, ჩეხი ჟირი კეივალი, ლიტველი დაინა გუძინევიჩიუტე და კორეელი ლი კი-ჰენგი. მათ შორის, სმიტი, კეივალი, გუძინევიჩიუტე და ლი თავიანთი ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები არიან.

მილანისა და კორტინა 'ამპეცოს პროექტი სრულ შესაბამისობაშია ოლიმპიური დღის წესრიგი 2020-თან და ეკონომიკურად ეფექტური თამაშების ხედვასთან, რაც ითვალისწინებს არსებულ სპორტულ ნაგებობათა გამოყენებას. საკოორდინაციო კომისია სარი ესაიას ხელმძღვანელობით მოიცავს ადგილობრივ ორგანიზატორებთან თანამშრომლობას. ისინი ყველაფერს იღონებენ, რათა გულშემატკივრებმა და ათლეტებმა მიიღონ დაუვიწყარი გამოცდილება, ხოლო ასპარეზობათა მასპინძლებმა წარუშლელი მემკვიდრეობა," - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

საკოორდინაციო კომისიის პირველი ვიზიტი იტალიაში დაგეგმილია 2020 წლის მეორე ნახევარში, იქამდე კი 2026 წლის თამაშების მასპინძლებთან წინასწარი შეხვედრა შედგება 10-11 დეკემბერს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1149