ფეხბურთი

10:17 | 19.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესის გოლმა არგენტინა ურუგვაისთან წაგებისგან გადაარჩინა

არგენტინის ნაკრებმა ურუგვაის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩში ფრედ - 2:2 ითამაშა. შეხვედრა თელ ავივში, „ბლიუმფილდის“ სტადიონზე გაიმართა.

ანგარიში 34-ე წუთზე ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გახსნა, ლუის სუარესის პასით. მეორე ტაიმის შუაში არგენტინელებმა სერხიო აგუეროს გოლით გაათანაბრეს (მესის გადაცემით).

68-ე წუთზე ურუგვაელები ისევ დაწინაურდნენ, თავი ამჯერად სუარესმა გამოიჩინა. თუმცა, არგენტინელები მარცხისგან მესიმ იხსნა. კაპიტანმა გოლი უკვე კომპენსირებულ დროში გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122025