კალათბურთი

13:15 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.


„ლეიკერსმა“ შინ „ატლანტა“ 122:101 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ ლოს ანჯელესელები 28 ქულით იგებდნენ და მეორე ტაიმი ფორმალობაღა გახდა. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 33 ქულა, 12 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. ჯორჯიელთა რიგებში 31 ქულით იანგი გამოირჩა. „ლეიკერსი“ 11 მოგებით და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„საკრამენტო“ შინ „ბოსტონს“ 100:99 მოუგო. შეხვედრის ბოლო წამზე სმარტმა ორქულიანი ესროლა, ბურთი რამდენიმე წამი კალათის რკალზე გაჩერდა, მაგრამ შიგნით არ ჩაეშვა. მარცხის მიუხედავად „ბოსტონი“ 10 მოგებით და 2 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.

„გოლდენ სტეიტი“ გასვლაზე „ნიუ ორლეანთან“ 108:100 დამარცხდა. „მეომრებმა“ ვერც ერთი პერიოდი მოგება ვერ მოახერხეს. „გოლდენ სტეიტი“ 2 მოგებით და 12 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა.

„კლივლენდი“ – „ფილადელფია“ 95:114 (22:33, 22:35, 25:27, 26:19)

https://www.youtube.com/watch?v=71YvDPHWPoY

„საკრამენტო“ – „ბოსტონი“ 100:99 (30:18, 20:28, 21:29, 29:24)

https://www.youtube.com/watch?v=NSyQGgXAP3M

„მემფისი“ – „დენვერი“ 114:131 (32:28, 17:44, 31:36, 34:23)

https://www.youtube.com/watch?v=RShC2n2VtXA

„ორლანდო“ – „ვაშინგტონი“ 125:121 (29:22, 32:30, 27:25, 37:44)

https://www.youtube.com/watch?v=6cj6k7osxy0

„ნიუ ორლეანი“ – „გოლდენ სტეიტი“ 108:100 (26:23, 29:26, 21:20, 32:31)

https://www.youtube.com/watch?v=NZ7a5Hqkb48

„ლეიკერსი“ – „ატლანტა“ 122:101 (36:24, 33:17, 27:36, 26:24)

https://www.youtube.com/watch?v=eLkEJCM0G2o

0.12788