ისტორია

12:01 | 18.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

18 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა გაიტანეს. “დინამო”: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილია დათუნაშვილი, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვის განკუთვნილი ოქროს მედლები გურამ პეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატის მატჩებში მეკარე ნოდარ ლეჟავამ (10 მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურ კალოევმა (1) და ნომადი მაისურაძემ (1) იასპარეზეს. გუნდს მიხაილ იაკუშინი (ჩემპიონატის სტარტზე) და გავრილ კაჩალინი წვრთნიდნენ.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1964 - თბილისისდინამომტაშკენტში, საბჭოთა კავშირისჩემპიონისგამოსავლენადდანიშნულგადათამაშებაში მოსკოვისტორპედოს” 4:1 სძლია და თავისისტორიაშიპირველად მოიგოსაკავშიროპირველობა. ქართველთაგან გოლები ილია დათუნაშვილმა (2), მიხეილ მესხმადა სლავამეტრეველმაგაიტანეს. “დინამო”: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგრეხვიაშვილი, ჯემალზეინკლიშვილი,გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, ილიადათუნაშვილი, სლავამეტრეველი, ვლადიმერბარქაია, მიხეილ მესხი. მათ გარდა ჩემპიონობისათვისგანკუთვნილიოქროსმედლები გურამპეტრიაშვილსა და ალექსანდრე აფშევს გადაეცათ. იმ ჩემპიონატისმატჩებში მეკარენოდარლეჟავამ (10მატჩი), მურთაზ ხურცილავამ (8), ელგუჯა ხუციშვილმა (5), ზაურკალოევმა (1) დანომადიმაისურაძემ (1)იასპარეზეს. გუნდს მიხაილ იაკუშინი (ჩემპიონატის სტარტზე) დაგავრილკაჩალინიწვრთნიდნენ.

1966 - თბილისისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბუქარესტისპროგრესულს” 2:1მოუგო.ქართველთაგან გოლები ასათიანმა და ხუციშვილმა გაიტანეს. “დინამო”: კოტრიკაძე, .სიჭინავა,რეხვიაშვილი, ჭელიძე, ცხოვრებოვი, . სიჭინავა (ხართიშვილი), ილიადი, ხუციშვილი,იამანიძე,მეტრეველი, დათუნაშვილი. გუნდს ალექსანდრე კოტრიკაძე წვრთნიდა.

1970 - ჯო ფრეზერმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ბობ ფოსტერი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1975 - “ჰიუსტონ როკითსის” მოთამაშე კელვინ მერკიმ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მატჩებში ზედიზედ 58-ე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა.

1980 - ჰონდურასმა და სალვადორმა ე.წ. საფეხბურთო ომის შემდეგ საზავო ხელშეკრულება დადეს.

1990 - საქართველოს ეროვნული თასის პირველი გათამაშების ფინალში, ლანჩხუთისგურიამსოხუმისცხუმსდამატებით დროში 1:0 მოუგო და საპატიო პრიზის პირველიმფლობელიგახდა. 95-წუთზე გოლიბესიკ ფრიდონაშვილმა გაიტანა. თამაში თბილისისდინამოსსტადიონზეჩატარდა და მას35 ათასიმაყურებელი დაესწრო. “გურია”: ქანთარია, ტყებუჩავა, გუჯაბიძე, დანელია, მაჟეიკასი, ცომაია,მიქაბერიძე,ფრიდრიკასი (ბარათაშვილი), კორღალიძე, ფრიდონაშვილი, კაბისაშვილი. “ცხუმი”:ჟორჟოლიანი, ჩიხრაძე,ფარულავა, დოჩია, მალანია, ინალიშვილი, ჯიშკარიანი, პაპავა, გოგრიჭიანი,გაბისკირია, კურგენიანი.

1997 - “დალას მავერიკსის” მოთამაშემ, გრინმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ 906-ე შეხვედრა ჩაატარა, რითიც რენდი სმიტის რეკორდი მოხსნა.

1998 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ტესტ-მატჩში ესტონეთისგუნდს3:1მოუგო.ქართველთაგან გოლები მიხეილ აშვეთიამ (2) და დავით ჯანაშიამ გაიტანეს. შეხვედრაბორისპაიჭაძისსახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩატარდა და მას 28 ათასიმაყურებელიდაესწრო.საქართველო:გრიშიკაშვილი (ლომაია), ბალაშვილი, თარხნიშვილი (ფოფხაძე), დიდავა, ჩხაიძე(ჯელაძე),რევაზიშვილი(ღუდუშაური), კიკნაძე (კაპიტანი), ალექსიძე, . ჯანაშია, აშვეთია, კვეტენაძე(მუჯირი).ნაკრებს ვლადიმერგუცაევი წვრთნიდა.

2005 - “მანჩესტერ იუნაიტედმა” და გუნდის ირლანდიელმა კაპიტანმა როი კინმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. კინმა “ოლდ ტრაფორდზე” თითქმის 13 წელი გაატარა და გუნდთან ერთად მრავალი ტიტული მოიხვეჭა.

2006 - ავსტრალიელმა ველოსიპედისტმა ანა მიარსმა ქალთა შორის 500 მეტრზე რბოლაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (33.944 წამი). ეს ფაქტი სიდნეის ველოსიპედისტთა მსოფლიოს თასზე მოხდა.

2009 - მსოფლიოს 2010 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ფლეი ოფის შედეგად სლოვენიამ (2 მატჩის ჯამში დაამარცხა რუსეთი), საბერძნეთმა (უკრაინა), საფრანგეთმა (ირლანდია), პორტუგალიამ (ბოსნია), ურუგვაიმ (კოსტა რიკა) მოიპოვეს. ალჟირმა კი ფლეის ოფის ერთ შეხვედრაში ეგვიპტეს 1:0 მოუგო და სამხრეთ აფრიკაში ასპარეზობის უფლება დაიბევა.

ამ დღეს დაიბადნენ

1920 - კონსტანტინ ბესკოვი. საბჭოთა (რუსი) ფეხბურთელი და მწვრთნელი. იცავდა მოსკოვის “მეტალურგის” (1938-40) და “დინამოს” (1941-54) ღირსებას. მოთამაშეობისას ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1945, 1949), 1953 წელს მოიპოვა საკავშირო თასი, 1948 და 1950 წლებში კი გახდა სსრკ-ის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. წვრთნიდა რამდენიმე კლუბს, მათ შორის მოსკოვის “ტორპედოს” (1956), “დინამოსა” (1967-72, 1994-95) და “სპარტაკს” (1977-88). 1979 და 1987 წლებში “სპარტაკთან” ერთად საკავშირო პირველობა მოიგო, “დინამოს” კი 1967, 1970 წლებში საკავშირო, 1995-ში კი რუსეთის თასები მოაგებინა. 1972 წელს “დინამო” თასების თასის ფინალში გაიყვანა. ბესკოვი საკავშირო ნაკრებს სათავეში ედგა 1963-64 და 1979-82 წლებში. ნაკრებთან ერთად ევროპის 1964 წლის ჩემპიონატის ვერცხლის და 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

1922 - მარჯორი გესტრინგი. ამერიკელი წყალში მხტომელი. 1936 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1930 - სონია რუსტრიომი. შვედი მოთხილამურე. 1960 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1949 - ტედ სატორი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბების, “ნიუ იორკ რეინჯერსისა” და “ბუფალო სეიბრზის” მთავარი მწვრთნელი.

1951 - დავით ყიფიანი (საპასპორტო მონაცემით). სინამდვილეში დავის ყიფიანი 1951 წლის18ივნისსაადაბადებული.

1968 - მელ სტიუარტი. ამერიკელი მოცურავე. 200 მ-ზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1969 - სემ კასელი. “ფინიქს სანსის”, “დალას მავერიკსის”, “ნიუ ჯერსი ნეთსის”, “მილუოკი ბაქზის”, “მინესოტა თიმბერვულვზის” და “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ყოფილი გათამაშებელი (190 სმ). NBA-ის სამგზის ჩემპიონი. მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. კარიერის მიწურულს “ბოსტონ სელტიკსის” ღირსებას იცავდა.

1980 - ივან პელიცოლი. იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, “ტრიესტინას”, “ატალანტას”, “რომას”, “რეჯინას” და მოსკოვის “ლოკომოტივის” გოლკიპერი. 2003-2004 წლებში “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 2 მატჩი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1987 - ჟაკ ანკეტილი. ფრანგი ველოსიპედისტი. “ტურ დე ფრანსის” ხუთგზის ჩემპიონი.

გარდაიცვალა 53 წლის ასაკში.

0.114238