ფეხბურთი

9:47 | 16.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "კარგად ვითამაშეთ"

საქართველოს ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა შვეიცარიასთან (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და საგოლე მომენტების გამოყენების შემთხვევაში, სასურველ შედეგს მიაღწევდნენ.

"საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოვიდა. თავიდან მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ და რამდენიმე მომენტი შევქმენით, რომელთა გამოყენების შემთხვევაში ალბათ სასურველ შედეგს მივაღწევდით. რა თქმა უნდა, მარცხი ძალიან ცუდია, მაგრამ შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების ჰყავს და ვთვლი, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა“, - ციტირებს დავითაშვილის სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა D ჯგუფში გამოსვლა 8 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. 2019 წლის ბოლო მატჩს კი, პულაში, ხორვატიასთან ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117837