ფეხბურთი

12:24 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტი: „არ მესმის, ასე როგორ შეიძლება“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა, ევრო 2020-ის, ინგლის-ჩერნოგორიის შესარჩევი მატჩის შემდეგ (7:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუნდის მცველის, ჯო გომესის შესახებ, რომელსაც ტრიბუნები უსტვენდნენ.

„მინდა გითხრათ, რომ მთელი ნაკრები გაწბილებულია მომხდარით. იმიტომ, რომ ერთი გუნდი ვართ და ურთიერთობებიც შესანიშნავი გვაქვს. ნაკრების არცერთ ფეხბურთელს უნდა დაუსტვინონ. არ მესმის, ასე როგორ შეიძლება.

ჯო ამას არ იმსახურებდა, თუმცა მთელი გუნდი მას გვერდში დაუდგა. მას უკვე ვესაუბრე და ხვალაც დაველაპარაკები. ჩვენი მხარდაჭერა უნდა იგრძნოს. გომესს არასწორი არაფერი გაუკეთებია, ამიტომ მიკვირს ასეთი რეაქცია. ჯო და რაჰიმი ახლო მეგობრები არიან და არ გვინდა, რომ უკვე ჩავლილი ინციდენტის გამო ვინმე დაიჩაგროს.“ - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მე-12 ტურში, „ლივერპული“ – „სიტის“ მატჩში (3:1), გომესმა და სტერლინგმა წაიყელყელავეს, რის შემდეგაც საუთგეიტმა სტერლინგი ჩერნოგორიასთან მატჩში არ ათამაშა.

0.153874