ფეხბურთი

1:37 | 15.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს მორიგი მიღწევა და უფრო ახლოს ალი დაეის რეკორდთან (+VIDEO)

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიისა და ლიეტუვას შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და 2019 წელს 30-ე გოლი გაიტანა.

შედეგად, რონალდუ პირველი ფეხბურთელია ბოლო 13 წლის განმავლობაში, რომელმაც ზედიზედ მოახერხა კალენდარულ წელში მინიმუმ 30 გოლის გატანა.

ამასთან, კრიშტიანუსთვის ეს მეცხრე ჰეთ-თრიქი იყო პორტუგალიის ნაკრების მაისურით, კარიერაში 55-ე, ხოლო მიმდინარე წელს - მეოთხე. რონალდუს ეროვნულ ნაკრებში უკვე 98 გოლი დაუგროვდა და ირანელი ალი დაეის რეკორდამდე მხოლოდ 11 გოლი აშორებს.

პორტუგალიის ნაკრებს კი, საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჯერაც არ მოუპოვებია ევრო 2020-ის საგზური. ამისთვის, ევროპის მოქმედ ჩემპიონს ბოლო ტურში ლუქსემბურგის დამარცხება სჭირდება.

0.124301