ფეხბურთი

23:14 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის და შრომის კაცი

49 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭიათურის „მაღაროელის“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი მიხეილ (მიშკა) კიპაროიძე. ბოლოს საჩხერის “ჩიხურას“ 15-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა და უშუალოდ მუშაობისას, ვარჯიშის დროს გარდაიცვალა... გულმა შეუტია და სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდები შოკში ჩავარდნენ.

მიშკა კიპაროიძე ფეხბურთით ცხოვრობდა. უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, მერე წვრთნიდა “ჭიათურას“, “თბილისს“. ჰქონდა A ლიცენზია.

პატარა ჭიათურიდან სამი ფეხბურთელი მიაწოდა ნაკრებებს: მასთან იზრდებოდნენ ეროვნული ნაკრების მეკარე ლაზარე კუპატაძე, ასევე, ლუკა ტეფნაძე და ირაკლი იაკობიძე, რომლებიც 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშობენ.

მას კარგი რეპუტაცია ჰქონდა უშუალოდ პროფესიულ საქმიანობაში. ვინც იცნობდა, ყველა პატივს სცემდა: ალალი და ყურადღებიანი კაცი გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11032