კალათბურთი

23:05 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის საუკეთესო კალათბურთელის ნომინანტია (+VIDEO)

ესპანური „ბასკონიასა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის (2010-2020) საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა ნომინირებული.

ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ბოლო დეკადის ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელს ავლენს და თორნიკეს შესახებ წერს:

„მძიმე ფორვარდი გამოირჩევა დიდი ათლეტურობით, მობილურობით. თორნიკე შენგელია ამ ათწლეულში ევროლიგაში ლიდერი გახდა, განსაკუთრებით „ბასკონიაში“. 2010 წელს, „ვალენსიაში“ ევროთასზე დებიუტი ჰქონდა, ხოლო 2011-2012 წლების სეზონში ევროლიგაში პირველად ბელგიური „შარლერუას“ რიგებში ითამაშა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა „ბასკონიას“ შემადგენლობაში.

ესპანურ გუნდს 2016 წელს დაეხმარა ოთხთა ფინალში გასვლაში, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო ცხრა თამაში გამოტოვა. 2017-2018 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა და მარტის თვის MVP გახდა, იქამდე, სანამ მომავალი ჩემპიონ „ფენერბახჩესთან“ პლეი-ოფში დამარცხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩების რაოდენობით ევროლიგაში 93-ე ადგილზეა, ხოლო წუთების მიხედვით 72-ე (ნაწილობრივ ტრავმის გამო), შენგელია სარგებლიანობის მაჩვენებლით, ქულებით, მოხსნებით 40-ეულშია. საშუალო მაჩვენებლები კიდევ უფრო უკეთესია: ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო 15-ეულშია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ „ბასკონია“ ცნობილ გუნდად ექცია“, - წერს ევროლიგის ვებგვერდი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე საშუალოდ 28:24 წუთში 17.4 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.4 პასს, 0.6 ჩაჭრას და 0.9 დაფარებას აგროვებს. მთლიანობაში ევროლიგურ კარიერაში შენგელიას სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 126 თამაში, 1444 ქულა (საშუალოდ თამაშში 11.5), 618 მოხსნა (4.9), 95 ჩაჭრა (0.8), 195 პასი (1.5), 61 დაფარება (0.5).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111418