ფეხბურთი

16:45 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე მინდვრის საფარის დაგება მალე დაიწყება (+VIDEO)

ბათუმის სტადიონის მშნებლობა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, სულ მალე მინდვრის საფარის დაგება დაიწყება.

ამასთან დასრულდა გახმოვანებისა და განათების სისტენების მონტაჟი, ხოლო პარალელურად შიდა სარემონტო და ტრიბუნების კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმმის სტადიონი 20 ათას მაყურებელს დაიტევს და სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისში გაიხსნება.

0.123589