ფეხბურთი

13:52 | 14.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

.ვილიანი: „რონალდინიო რონალდუსაც ჯობდა და მესისაც“

„ჩელსის“ ბრაზილიელი ნახევარმცველი, ვილიანი, ჟურნალისტებს თავის თანამემამულის, რონალდინიოს შესახებ ესაუბრა.

„რონალდინიო ყველაზე საუკეთესოა. კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესისაც ჯობს. დიახ, მათ ბევრი გოლები გააქვთ, მაგრამ რონალდინიო მინდორზე ჯადოქრობებს აკეთებდა, წარმოუდგენელია მასთან გატოლება. ვფიქრობ, კარიერა მან ნაადრევად დაამთავრა.

ცოტა კიდევ რომ ეთამაშა, მას საუკეთესოდ სამჯერ, ოთხჯერ ან ხუთჯერაც დაასახელებდნენ. არადა, მხოლოდ ორჯერ ერგო ეს პატივი. რონალდინიო ჩემი საფეხბურთო კერპია.“ - ციტირებს ვილიანის სიტყვებს Goal.

პროფესიონალური კარიერა რონალდინიომ ოთხი წლის წინათ, 35 წლისამ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112988