ფეხბურთი

20:07 | 13.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

აბრაჰამის 7-მატჩიანი დისკვალიფიკაცია

ფრანკფურტის „აინტრახტის“ კაპიტანი დავიდ აბრაჰამი 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ამის მიზეზი ბუნდესლიგის ბოლო ტურში „ფრაიბურგის“ მთავარ მწვრთნელ კრისტიან შტრაიხთან მომხდარი ინციდენტია.

„ფრაიბურგი - „აინტრახტის“ მატჩის მიწურულს აბრაჰამი მოედნის კიდესთან მდგარ შტრაიხს დაეჯახა და მწვრთნელიც წაიქცა. ამას კი, მოედანზე ფეხბურთელების დაპირისპირება მოჰყვა.

სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და აბრაჰამს 7 მატჩის გამოტოვების გარდა, 25 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს. „აინტრახტი“ კი, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

დაუსჯელი არ დარჩენილა „ფრაიბურგის“ იტალიელი ლეგიონერი ვინჩენცო გრიფოც, რომელიც ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო და მას უქმობა სამი მატჩით მოუწევს.

0.157055