ფეხბურთი

18:45 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ფორმაშია - გერმანელი გვარდიოლას კამერების წინაშე გაექცა (+VIDEO)

იურგენ კლოპი ალბათ ყველაზე მხიარული და ირონიული პერსონაჟია საფეხბურთო სამყაროში, რის გამოც ბევრი ადამიანის სიყვარულიც დაიმსახურა.

სანაკრებო პაუზის დროს წამყვანი მწვრთნელები ნიონში შეიკრიბნენ, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მათ შორის, ბუნებრივია სხვებთან ერთად კლოპი და პეპ გვარდიოლაც იყვნენ. გერმანელს კითხვას იტალიელი ჟურნალისტი უსვამდა, ამ დროს გვარდიოლა გამოჩნდა და საინტერესო იურგენის რეაქცია იყო, რომელმაც თავი აარიდა კამერების წინაშე ესპანელთან შეხვედრას.

„თუ ვისაუბრე პეპესთან? პეპე ვინაა? გვარდიოლა? ის პეპია! იტალიურად ამბობთ პეპეს? დიახ, ვისაუბრეთ, ამას მუდმივად ვაკეთებთ“, - თქვა იურგენმა.

რამდენიმე წამში კი გვარდიოლა დაინახა და ბევრი არ უფიქრია, კამერებიდან გაუჩინარდა: „პეპ გვარდიოლა მოდის!“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117269