სხვა

18:09 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმისა და ქუთაისის მეორე მოგება

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში, ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებმა“ 37-23 დაამარცხა სამტრედია, ხოლო ქუთაისმა - წყალტუბო, 47-26. ხვალ ქუთაისის სპორტის სასახლეში კიდევ ორი მატჩია.

14 საათზე ითამაშებენ წყალტუბო და სამტრედია. ორივე გუნდს 2 წაგება აქვს. ამის შემდეგ, 15:50 გაიმართება მთავარი შეხვედრა, რომელშიც ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი, „შავი ზღვის ბიჭები“ შეხვდება თასის წლევანდელი გათამაშების ფინალისტ ქუთაისს. ჯერჯერობით 3 თამაშიდან 6 ქულით თბილისის „პეგასი“ ლიდერობს, ქუთაისსა და ბათუმს 2 მატჩის შემდეგ 4-4 ქულა აქვთ.

უმაღლესი ლიგის ფორმატი ტრადიციულია: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 12 ნოემბერი, ქუთაისის სპორტის სასახლე

სამტრედია - BSB ბათუმი 23-37

სამ: ფახურიძე, დუნდუა - ძნელაძე 10, ჟვანია 4, ხომერიკი 3, აფრიდონიძე 2, ხელისუფალი 2, მანაგაძე 1, ადამია 1, ქავზინაძე, ნადირაძე

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - აბრამიშვილი 8, მიქავა 6, ტალახაძე 6, გოგოლაძე 5, ტიელიძე 5, გიორგაძე 3, ბერძენიშვილი 1, თურმანიძე 1, მჟავანაძე 1, სტოლბოვი 1, ლაპიაშვილი

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი

წყალტუბო - ქუთაისი 26-47

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - ჯიმშელეიშვილი 7, მ. გველესიანი 6, გ. გველესიანი 4, მეტონიძე 3, აფხაძე 3, რ. ბაბუნაშვილი 1, ნ. ბაბუნაშვილი 1, კოვზირიძე 1, მუკბანიანი, გოდოლაძე, ფანცხავა, ჩავჩიძე

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე - ხაჟომია 6, მერკვილაძე 5, გამზარდია 5, ლომიძე 5, ჯუღელი 5, ზარნაძე 4, რუსტამოვი 4, სტურუა 4, ფერაძე 3, სურმავა 3, იმნაძე 2, კობახიძე 1, აბულაძე

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, დელეგატი: ვ. ბერიაშვილი

-----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-----ქ

პეგასი----------3---3---0---0--100-79---6

ქუთაისი-------2---2---0---0---89-53---4

BSB ბათუმი---2---2---0---0---70-45---4

სტუ-იმედი----3---2---0---1---67-55---4

გორი-----------3---1---0---2---78-85---2

სპორტუნი-----3---0---0---3--95-121---0

სამტრედია----2---0---0---2---50-79---0

წყალტუბო----2---0---0---2---48-80---0

13 ნოემბერი, ქუთაისი

14:00 წყალტუბო - სამტრედია

15:50 BSB ბათუმი - ქუთაისი -

გაგრძელდება 26 ნოემბერს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.087531