ფეხბურთი

17:22 | 12.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერსონი „არსენალს“ როჯერსის მწვრთნელად მიწვევას ურჩევს

„არსენალის“ ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, პოლ მერსონი, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას მწვრთნელად „ლესტერის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, ბრენდან როჯერსის მიწვევას ურჩევს.

„ვფიქრობ, როჯერსი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. როგორც „არსენალის“ დიდი ქომაგი, უკვე კარგა ხნის წინ გავუგზავნიდი მოთხოვნას „ლესტერს“ და ვკითხავდი: რა ღირს?

მათ პეპეში 80 მილიონი გადაიხადეს, ფეხბურთელში, რომელსაც პრემიერლიგური გამოცდილება არ ჰქონდა.

როჯერსში 35 მილიონს გადავიხდიდი და ექვსწლიან კონტრაქტს გავუფორმებდი. თუ ის მართლაც გადავა „არსენალში,“ ყოველ მოთამაშეს უკეთესს გახდის. გუნდს სულ სხვა დონეზე აიყვანს.“ - ცოტირებს მერსონის სიტყვებს Daily Express.

0.114686