ფეხბურთი

23:33 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ლიგა 3-ში მეკარემ დუბლი შეასრულა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულ ლიგა 3-ში მეკარემ დუბლი შეასრულა. „არაგვის“ 35 წლის კარის დარაჯმა მიხეილ მუჯრიშვილმა მარტვილის „მერანთან“ შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა.

მუჯრიშვილმა მეტოქის კარში ორი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, ჯერ მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში, შემდეგ 56-ე წუთზე მეორედ იხეირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მუჯრიშვილს თავის დროზე არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „ცხინვალში“, „სიონში“, „დილაში“, „სამტრედიასა“ და მარტვილის „მერანში“.

შეგახსენებთ, ეროვნული ლიგა 3-დან მარტვილის „მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ში უკვე აღზევდა, ხოლო პლეი-ოფში „სამგურალი“ და „არაგვი“ ითამაშებენ.

0.140026