ფეხბურთი

15:50 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიეტლი" MLS-ის ჩემპიონია (+VIDEO)

ამერიკული MLS-ის 2019 წლის ჩემპიონი „სიეტლი“ გახდა. ბრაიან შმეცერის გუნდმა ფინალში „ტორონტოს“ უმასპინძლა და გამარჯვება მოახერხა.

პირველმა ტაიმმა უგოლოდ ჩაიარა, მაგრამ ნაანტრაქტევს „სიეტლის“ უპირატესობა თვალსაჩინო გახდა.ჯასტინ მოროუს ავტოგოლით ანგარიში გაიხსნა, რასაც ვიქტორ როდრიგესისა და რაულ რუიდიასის გოლებიც მოჰყვა. ტორონტოელთა მხრიდან კი, პრესტიჟის გოლი ჟოზი ალტიდორმა გაიტანა, მაგრამ ეს მის გუნდს ვერაფერში დაეხმარა.

„სიეტლი“ მეორედ გახდა MLS-ის ჩემპიონია. პირველად 2016 წელს და ფინალში მაშინაც „ტორონტო“ დაამარცხა.

„სიეტლი“ – „ტორონტო“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 მოროუ (57, ა.გ), 2:0 როდრიგესი (76), 3:0 რუიდიასი (90), 3:1 ალტიდორი (90)

თეგებისიეტლიMLS
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118775