კალათბურთი

11:54 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ინდიანამ“ ბითაძის გარეშე მოიგო, „ლეიკერსმა“ „ტორონტოსთან“ წააგო

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რვა შეხვედრა გაიმართა.

გოგა ბითაძე ისევ ტრავმირებულია, ქართველს ტვინის შერყევა აქვს. გოგას გარეშე მოასპარეზე „ინდიანამ“ გასვლაზე „ორლანდო“ 109:102 დაამარცხა. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ინდიანაპოლისელებმა 30:17 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ფურნიემ მიითვალა. „ინდიანაში“ საბონისი 20 ქულით, 15 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა. „ინდიანა“ 6 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში გოგას გუნდი „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდება, მატჩი 13 ნოემბერს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

„მილოუკი ბაქსმა“ გასვლაზე „ოკლაჰომას“ 121:119 აჯობა. „მილოუკმა“ მხოლოდ მესამე პერიოდი 37:24 მოიგო, რაც შეხვედრაში გარდამტეხი გამოდგა. მატჩში ყველაზე მეტი 35 ქულა იანის ადეტოკუმპოს ანგარიშზეა, რომელმაც 16 მოხსნაც მიითვალა. ჯორჯიელთა რიგებში შროდერმა ყველაზე მეტი 25 ქულა ჩააგდო.

„ლეიკერსი“ შინ „ტორონტოსთან“ 104:113 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც კანადელებმა 35:26 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 27 ქულა ენტონი დევისმა ჩააგდო. „ტორონტოში“ პასკალ სიაკამი 24 ქულით და 11 მოხსნით გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა 13 ქულა, 15 პასი და 13 მოხსნა.

მინესოტა“ – „დენვერი 98:100 (27:27, 24:22, 13:27, 26:14 ო.ტ 8:10)

https://www.youtube.com/watch?v=ILFPiofH1Lk

„ორლანდო“ – „ინდიანა“ 102:109 (33:29, 27:22, 17:30, 25:28)

https://www.youtube.com/watch?v=h8jDbRhk5GQ

„ფილადელფია“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 114:106 (33:24, 20:34, 35:23, 26:25)

https://www.youtube.com/watch?v=GsGZWHhnI_w

„ოკლაჰომა“ – „მილოუკი“ 119:121 (24:21, 32:29, 24:37, 39:34)

https://www.youtube.com/watch?v=jQ6FefZmbl8

„ნიუ იორკი“ – „კლივლენდი“ 87:108 (19:31, 17:23, 27:24, 24:30)

https://www.youtube.com/watch?v=LusPG17nAOc

„ფინიქსი“ – „ბრუკლინი“ 138:112 (37:30, 31:20, 38:30, 32:32)

https://www.youtube.com/watch?v=-WQjylsa-kw

„პორტლენდი“ – „ატლანტა“ 124:113 (20:21, 26:23, 29:31, 32:32 ო.ტ. 17:6)

https://www.youtube.com/watch?v=oMQ8spPBs2w

„ლეიკერსი“ – „ტორონტო“ 104:113 (30:29, 30:23, 18:26, 26:35)

https://www.youtube.com/watch?v=ckEIHFR2GTM

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113997