ფეხბურთი

0:45 | 11.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"გლადბახი" ახლოს არავის იკარებს

გერმანიის ბუნდესლიგაში მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“ კონკურენტებთან უპირატესობა შეინარჩუნა და უახლოეს მდევრებს ისევ 4 ქულით უსწრებს. მარკო როზეს გუნდმა ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა და პრობლემების გარეშე სძლია.

ბენსაბაინმა და პატრიკ ჰერმანმა პირველივე ტაიმში მოახერხეს „ბრემენელ მუსიკოსთა“ ორჯერ დამწუხრება, რასაც მეორე ნახევარში ჰერმანის დუბლი მოჰყვა. „ვერდერმა“ ოდენ ის შეძლო, რომ ანგარიში დაასველა და 1:3 წააგო. „გლადბახს“ 25 ქულა აქვს და „ლაიფციგი“, „ბაიერნი“, „ფრაიბურგის“ ტრიოს 4 ქულით უსწრებს.

„ფრაიბურგმა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ აჯობა საკუთარ კედლებში ნილს პეტერსენის გვიანი გოლით. თუმცა, ამ მატჩში ყველაზე საინტერესო მსაჯის კომპენსირებულ დროში მოხდა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელმა დავიდ აბრაჰამმა მასპინძელთა მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი წააქცია. შემდეგ ეს ყველაფერი ფეხბურთელთა ჩხუბში გადაიზარდა და აბრაჰამის გაძევებით დასრულდა.

ლევერკუზენის „ბაიერი“ ბოლო დროს სტაბილურად ათამაშდა და „ვოლფსბურგის“ მისსავე მოედანზე უშანსოდ აჯობა. „ფარმაცევტებისგან“ განსხვავებით „მგლებს“ რთული პერიოდი დაუდგათ და თუ მანამდე მიჯრით ცხრა ტური წაგების გემო არ იცოდნენ, ახლა ზედიზედ ორჯერ იწვნიეს მარცხი.

„გლადბახი“ – „ვერდერი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ბენსებაინი (20), 2:0 ჰერმანი (22), 3:0 ჰერმანი (59), 3:1 ბიტენკურტი (90)

„ვოლფსბურგი“ – „ლევერკუზენი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბელარაბი (25), 0:2 პაულინიო (90)

„ფრაიბურგი“ – „აინტრახტი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პეტერსენი (77)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.158444