ფეხბურთი

22:44 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ + 8

“ლივერპულმა“ „სიტის“ აჯობა. 3:1 მოუგო და სანაკრებო პაუზის წინ, უახლოეს მდევარ, ამჯერად „ლესტერს,“ 8 ქულით გაუსწრო. მერსისაიდელებმა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგეს სანუკვარი ტიტულისკენ, რომელოც 1990 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ. დავაკვირდეთ, 29 წლის წინათ, როცა პრემიერლიგა ჯერ არ არსებობდა.

მაგრამ, ამ მატჩში მოხდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელზეც ჯერკ იდევ დიდ ხანს იკამათებენ.

დაიწყო თამაში და მთავარი ფიგურა მყის მსაჯი - მაიკლ ოლივერი გახდა. დე ბრუინის დარტყმული ბურთი ალექსადერ-არნოლდს საკუთარ საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, „ლივერპული“ მყის გადავიდა სწრაფ კონტრშეტევაზე, გიუნდოგანმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ფაბინიომ ანგარიში გახსნა. შეიძლებოდა ამ გოლის ჩათვლა?

გოლის გაშვების შემდეგ „სიტი“ წინ წავიდა და კიდევ ერთი გოლი მიიღო. შესანიშნავი კონტრშეტევა, რობერტსონის პასი და სალაჰის თითქოს იოლი, მაგრამ ულამაზესი თავური.

და ისევ კითხვა: გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ეგვიპტელი თამაშგარეში იყო. შესაძლოა, დეტალური განხილვის შემთხვევაში, დაემტკიცებინათ, რომ სალაჰმა წესების დაცვით გაიტანა, მაგრამ განხილვა არც უფიქრიათ, რამაც მანჩესტერელებს დამატებითი სალაპარაკო მისცა.

იყო კიდევ ერთი ეპიზოდი, როცა ბოლოსკენ 3:1-ზე, სტერლინგის დარტყმული საჯარიმოში ისევ ალექსადერ-არნოლდს მოხვდა ხელზე. გვარდიოლა გაგიჟდა, ხელების ქნევა და ღრიალი დაიწყო, მაგრამ ყური არავინ ათხოვა.

კიდევ გავიმეორებთ, ამ ეპიზოდების გარდა მერსისაიდელებმა ყველაფერში აჯობეს სტუმრებს.

„სიტი“ კი კარგა ხნის შემდეგ ჩამოქვეითდა მეოთხე პოზიციაზე.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-12 ტური. 10 ნოემბერი

ლივერპული - სიტი 3:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 324

1:0 ფაბინიო (6), 2:0 სალაჰი (13), 3:0 მანე (51), 3:1 ბერნარდუ სილვა (78)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი (მილნერი 61), მანე, სალაჰი (გომესი 87), ფირმინო (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 79),

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

სიტი: ბრავო, უოკერი, სტოუნზი, ფერნანდინიო, ანხელინიო, როდრი, გიუნდოგანი, დე ბრუინი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, აგუერო (გაბრიელ ჟეზუსი 71)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: როდრი (65)

მანჩესტერი - ბრაიტონი 3:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 556

1:0 პერეირა (17), 2:0 პრიოპერი (19 საკ. კარში), 2:1 დანკი (64), 3:1 რაშფორდი (66)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, ვან-ბისაკა, უილიამსი (როხო 90+1), პერეირა (ლინგარდი 70), ფრედი, ჯეიმსი, მაკტომინეი, რაშფორდი (გრინვუდი 90+1), მარსიალი

მწვრთნელი: ულე გუნარ სულშერი

ბრაიტონი: რაიანი, დაფი, დანკი, მონტოია (მარჩი 46), ბერნი, სტივენსი, ტროსარი (გროსი 60), პრიოპერი, ალსატე, მოპე, კონოლი (მიურეი 46)

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: რაშფორდი (45), უილიამსი (58); სტივენსი (5), დანკი (19), მონტოია (30), ბერნი (45+2), პრიოპერი (74)

ვულვზი - ასტონ ვილა 3:1

1:0 ნევეში (41), 2:0 ხიმენესი (85), 2:1 ტრეზეგე (90+2)

0.114335