ჩოგბურთი

23:10 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის იოლი გამარჯვება

წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც ლონდონში დღეს დაიწყო ნოვაკ ჯოკოვიჩმა გახსნით შეხვედრაში იტალიელი მატეო ბერეტინი 6:2, 6:1 გაანადგურა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.

ნოლემ შვიდი შესაძლებლობიდან ხუთი ბრეიკი შეასრულა, ხოლო ბერეტინიმ ერთი შანსი მიიღო და ისიც გამოიყენა.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში როჯერ ფედერერი დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა, მატჩი დღეს თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

წლის შემაჯამებელი ტურნირი ჯოკოვიჩს ხუთჯერ აქვს მოგებული, ხოლო ყველაზე მეტჯერ ექვსჯერ როჯერ ფედერერს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102926