სხვა

13:19 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის დასანანი მარცხი კიუშუ ბაშოზე (+VIDEO)

კიუშუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა წლის ბოლო სუპერტურნირზე პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა და სამწუხარო მარცხი განიცადა.

ჩვენებურის მეტოქე მეორე მაეგაშირა მაისეი იყო და შიტატეჰინერის ილეთით დამარცხდა. მეტოქემ კი ურთიერთშეხვედრებში მოგებათა ბალანსი ორამდე გაზარდა.

აღნიშნულ წყვილს შორის დაპირისპირება ტოჩის უპირატესობით დაიწყო და თითქოს ახლოს იყო მის დოჰიოდან გადაყვანასთან, თუმცა მაისეიმ მოხერხებული ილეთით ლევანი დოჰიოზე დასცა.

გამომდინარე იქიდან, რომ სექტემბრის ბაშო ტოჩინოშინისთვის წარუმატებელი გამოდგა, და ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა, ახლა მის დასაბრუნებლად ჩვენებურს მინიმუმ 10 მოგება მართებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი 14 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 4 შეხვედრის წაგების უფლება აქვს.

ტოჩის მომდევნო მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუ იქნება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 22 დაპირისპირებიდან 12 მოგება და 10 მარცხი აქვს.

0.122373