ფეხბურთი

3:10 | 10.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და ბომბარდირთა დავაში წინ მიიწევს! (+VIDEO)

ბუდუ ზივზივაძეს უნგრეთში პრაქტიკულად ვეღარ აჩერებენ. „მეზოკოვესდის“ ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ჩვენებურის გუნდი „ზალაეგერშეგს“ ესტუმრა და 41-ე წუთზე ბუდუს გოლით დაწინაურდა. 25 წლის ქართველმა თავდამსხმელისთვის დამახასიათებელი საგოლე ალღო გამოიჩინა და სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოჩნდა. მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზივზივაძის გოლი გაქვითეს და მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ „ზალაეგერშეგის“ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში ორი პენალტიც გააცუდეს.

რაც შეეხება ზივზივაძეს, „დებრეცენისა“ და „ფერენცვაროშის“ შემდეგ მიჯრით მესამე მოწინააღმდეგე დაამწუხრა. ბუდუს 11 მატჩში 6 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მესამე-მეექვსე ადგილებს იყოფს, ხოლო ლიდერთა დუეტს (ფუტაში, ჰოჯიჩი) კინკილა გოლით ჩამორჩება.

„მეზოკოვესდი“ კი 12 თამაშში მოპოვებული 24 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ფეჰერვართან“ 2 ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11561