სხვა

23:00 | 9.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

EOC საკოორდინაციო კომისია ვუოკატი-2021-ის მზადებით კმაყოფილია

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისია ფლორინ მიშკეს ხელმძღვანელობით 2021 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ფინეთის ვუოკატს სტუმრობდა.

EOC-ის წარმომადგენლებმა ორგანიზატორებთან განიხილეს ოლიმპიური დელეგაციების დაბინავებასთან, კვების ორგანიზებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გეგმები, ასევე მოინახულეს რამდენიმე სპორტული ობიექტი.

„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა ინფრასტრუქტურის მზადების დონემ. ადრე საკოორდინაციო კომისიამ რიგი რჩევები გასცა, რაც 2021 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გაითვალისწინა. შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ყველა სამუშაო გეგმისამებრ მიდის. ვუოკატს ბრწყინვალე ფესტივალის ჩასატარებლად ყველანარი პირობა აქვს," - ვუოკატი-2021-ის მზადებით კმაყოფილია ფლორინ მიშკე.

აღსანიშნავია, რომ ვუოკატის 2001 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური დღეების (1999 წლის შემდეგ იწოდება, როგორც ფესტივალი) ჩატარების გამოცდილება აქვს. 2021 წლის ფესტივალზე 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები მედლებს გაითამაშებენ სპორტის 7 სახეობაში: სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი (როგორც ვაჟებში, ისე გოგოებში), შორტ-ტრეკი და სნოუბორდი.

„პირველად ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში , ჰოკეიში გოგონათა ტურნირში 6 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წარსდგება. ასე რომ, მედლებს ყველა სახეობაში გაითამაშებს ორივე სქესის წარმომადგენელი, რაც ვუოკატის ფესტივალს გენდერულად სრულიად დაბალანსებულს გახდის," - განაცხადა EOC-ის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრიუელმა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111645