კალათბურთი

13:42 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალწვეულმა ჯორდანის შედეგი გაიმეორა

"მემფის გრიზლის" ახალწვეულმა, წლევანდელი დრაფტის პირველი რაუნდის მეორე არჩევანმა ჯა მორანტმა ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შედეგი გაიმეორა.

მორანტმა სეზონის პირველ შვიდ შეხვედრაში საშუალოდ 20.4 ქულა, 5.3 პასი, 3.5 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლ ჯორდანი აქამდე ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელსაც თავის პირველი სეზონი საწყის შვიდ შეხვედრაში მინიმუმ 20 ქულა, 5 პასს და სროლის პროცენტი 50 ჰქონდა.

წლევანდელ სეზონში მორანტი ახალწვეულთა შორის ყველაზე შედეგანი მოთამაშეა.

0.162601