რაგბი

13:26 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | ცენტრალური მატჩი რაგბი ტვ-ზე

სანამ დიდ 10-ში ერთკვირიანი შესვენებაა, შინაური რაგბის ქომაგების ყურადღება პატარძეულისკენ იქნება მიმართული.

კვირას, 10 ნოემბერს, პირველი ლიგის ცენტრალური მატჩია. კახურ-იმერულ დაპირისპირებაში პატარძეულის ‘ვეფხვები’ ქუთაისის ‘არესს’ მასპინძლობს და გამარჯვებული დიდ 10-ს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

VII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ქულათა მაქსიმუმით (35) კახელები ლიდერობენ. შვიდივე მოგება აქვს და მეტოქეს მხოლოდ ქულით ჩამორჩება ‘არესი’. ამ გუნდების კონკურენტია თბილისის ‘არმიაც’, რომელიც 29 ქულით მესამე ადგილზეა.

პატარძეულში თამაში 15 საათზე დაიწყება, მაგრამ თუ მატჩის დღეს გაწვიმდა, ლიდერთა ჯახს რუსთავის რაგბის სტადიონი უმასპინძლებს. ქომაგს შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა რაგბი ტვ-ზე შეეძლება.

site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119016