ფეხბურთი

9:08 | 8.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: „პატივს ვცემ „პარტიზანს,“ მაგრამ ასეთ გუნდებს ყოველთვის უნდა ვუგებდეთ“

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „პარტიზანთან“ მოგების შემდეგ (3:0), „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„დღეს არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ ლამაზი თამაშის ჩვენებაც გვმართებდა. ველოდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ერთ გოლზე არ გაჩერდებოდნენ და შეტევებს გააგრძელებდნენ. „პარტიზანს“ პატივს ვცემ, მაგრამ ასეთ გუნდებს ყოველთვის უნდა ვუგებდეთ. თუმცა, მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენეს.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

ამ მოგების შემდეგ, „მანჩესტერმა“ პლეი ოფში გასვლა გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116845